ტოჩინოშინმა ოკინუომი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და დადებით ბალანსამდე ერთი მოგებაღა რჩება (ვიდეო)

12:56, 20.11.2020

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი) ნოემბრის ბაშოზე მე-13 შეხვედრა გამართა და მეშვიდე გამარჯვება გაიფორმა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ლევანს ამ ბაშოზე დადებითი ბალანსის დასაბევებლად დარჩენილი ორიდან ერთი შეხვედრის მოგებაღა სჭირდება.

მეცამეტე დღეს მისი მეტოქე მესამე მაეგაშირა ოკინუომი იყო, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწია ქართველს, თუმცა იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე, 21 ნოემბერს, კაისეი იქნება.

მსგავსი