ტოჩინოშინმა ოძეკი ტაკაკეიშოც დაამარცხა (ვიდეო)

აკი ბაშოს მე-8-ე საშეჯიბრო დღის მთავარ შეხვედრაში ლევან გორგაძემ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა და ბალანსი გაინულა.

ქართველმა მებრძოლმა ტურნირის მთავარი ფავორიტი, ოძეკი ტაკაკეიშო დაამარცხა.

იაპონელი ოძეკი ტოჩინოშინისთვის ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა. ურთიერთშეხვედრებში ტაკაკეიშოს 8:2-ზე ჰქონდა უპირატესობა.

ლევან გორგაძემ ოძეკის წინააღმდეგ ტაქტიკა სწორად შეარჩია, შეჯახებისთანავე ოდნავ მარჯვნივ გაიწია და მეტოქე თავზე ჩამოკვრით , ჰატაკიკომის ილეთით დააგდო დოჰიოზე.

ტოჩინოშინს 8 დღის შემდეგ 4 გამარჯვება და 4 მარცხი აქვს.

ხვალ, 21 სექტემბერს ლევან გორგაძის მეტოქე მეორე ოძეკი ასანოიამა იქნება.