ტოჩინოშინმა მონღოლი გოლიათი გადადგა
ტოჩინოშინმა მონღოლი გოლიათი გადადგა

ჰარუ ბაშოს მერვე საშეჯიბრო დღეს მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის პირისპირ 227 კგ-იანი მონღოლი მებრძოლი, ტურნირის ლიდერი, დაუმარცხებელი იჩინოჯო იყო. ქარველმა ოძეკიმ ორთაბრძოლა ტაქტიკურად სწორად წარმართა, სასტარტო შეჯახებისას ოდნავ გვერდით გაიწია და მეტოქის მავაში (ქამარი) აიღო. ამის შემდეგ ლევან გორგაძემ მეთოდურად განავითარა უპირატესობა , ძლიერი მიწოლით მიიყვანა იჩინოჯო დოჰიოს კიდესთან და იორიკირით გაიყვანა რკალს მიღმა.

ტოჩინოშინის ბალანსია 5/3 და ხვალ მისი მეტოქე მესამე მაეგაშირა შოდაი იქნება, რომელსაც ბაშოზე რვიდან რვა წაგება აქვს და პირველია სუპერტურნირზე, ვისაც ოფიციალურად გაფორმებული აქვს უარყოფითი ბალანსი (მაკე კოში).

შეგახსენებთ რომ ლევან გორგაძეს ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად დარჩენილ შვიდ შეხვედრაში მინიმუმ სამი გამარჯვება სჭირდება.