ტოჩინოშინის მეხუთე გამარჯვება
ტოჩინოშინის მეხუთე გამარჯვება

ნაგოიაში მიმდინარე გაზაფხულის სუპერტურნირზე მეხუთე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ. შეჯიბრის მე-11 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე მეექვსე მაეგაშირა კაგაიაკი იყო. ქართველმა მებრძოლმა სტარტზე აგრესიულ შეჯახებას თავი აარიდა, მარჯვნივ გახტა და მოწინააღმდეგე ჰატაკიკომის ილეთით გაიყვანა დოჰიოდან.

ტოჩინოშინს 11 შეხვედრაში 5 მოგება და 6 მარცხი დაუგროვდა, რაც იმას ნიშნავს რომ მან პრაქტიკულად გაინაღდა უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში დარჩენა. წოდებაში დასაწინაურებლად კი ლევან გორგაძეს კაჩი-კოში, ანუ დადებითი ბალანსის დაფიქსირება სჭირდება, რისთვისაც ოთხი დარჩენილი ბრძოლიდან მინიმუმ სამი უნდა მოიგოს.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე ჩიომარუ იქნება, რომელმაც მაღალი ტემპერატურის გამო კორონავირუსზე გაიარა ტესტირება, თუმცა ვირუსი არ დაუდასტურდა.