ტოჩიოშინმა მეორე ოძეკისთანაც წააგო
ტოჩიოშინმა მეორე ოძეკისთანაც წააგო

ჰარუ ბაშოს მე-11 ე დღეს მეხუთედ დამარცხდა ლევან გორგაძე. ქართველ მებრძოლს სუპერტურნირზე ზედიზედ მეორე ოძეკისთან მოუწია დაპირისპირება. ამჯერად მისი მეტოქე იაპონელი ჩემპიონი ტაკაიასუ იყო.

ტრამვირებულმა ტოჩინოშინმა გამოცდილ მეტოქესთან შეჯახებისთანავე დაკარგა პოზიცია და რამდენჯერმე სცადა სიტუაციის გამოსწორება თუმცა ვერაფერი გააწყო და ბაშოზე მეხუთედ დამარცხდა.

ტოჩინოშინის ბალანსი ამჟამად არის 6/5 და ქართველს ურთულესი ორთაბრძოლები აქვს დარჩენილი უმაღლესი იერარქიის სპორტსმენებთან, რაც მის მიზანს ართულებს. შეგახსენებთ, რომ ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად, ლევან გორგაძემ კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) უნდა დააფიქსიროს, რისთვისაც მას დარჩენილ ოთხ ორთაბრძოლაში მინიმუმ ორი გამარჯვება სჭირდება.

ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე სუმოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი მებრძოლი, ჰარუ ბაშოზე დაუმარცხებელი, დიდი ჩემპიონი ჰაკუჰო იქნება.