ტოჩინოშინმა მიტაკეუმი დაამარცხა
ტოჩინოშინმა მიტაკეუმი დაამარცხა

ჰარუ ბაშოს მე-6 დღეს მეოთხე გამარჯვება მოიპოვა ლევან გორგაძემ.

ტოჩინოშინის მეტოქე მაკუუჩი დივიზიონის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მებრძოლი, პირველი მაეგაშირა მიტაკეუმი იყო. ლევანმა 25 წლის იაპონელის წინააღმდეგ ბრძოლის ზუსტი სტრატეგია შეარჩია, სასტარტო შეჯახების შემდეგ მეტოქის შეტევას დაელოდა და ეფექტური გდება – უვატენაგე შეასრულა.

ტოჩინოშინს 4:2 ზე ბალანსი აქვს და ოძეკის რანგის შესანარჩუნებლად ჰარუ ბაშოზე კიდევ მინიმუმ 4 მოგება სჭირდება. ხვალ ქართველი მებრძოლის მეტოქე პირველი მაეგაშირა ენდო იქნება რომელიც ოსაკას ტურნირზე არადამაჯერებლად გამოიყურება და 1:5-ზე ბალანსი აქვს. ლევანს მეტოქესთან ურთიერთშეხვედრებშიც აქვს უპირატესობა, ტოჩინოშინი ენდოს ამ კომპონენტში 4:3-ს უგებს.