ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშო გამარჯვებით დაიწყო. ქართველი ოძეკის მეტოქე აღმოსავლეთის მეორე მაეგაშირა დაიეიშო იყო, რომელსაც ლევანმა ადვილად სძლია და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
ლევან გორგაძეს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.
აღსანიშნავია, რომ ეს ტოჩინოშინისა და დაიეიშოს მეექვსე შერკინებაა და ქართველს აშკარა უპირატესობა აქვს – 5-1.