ტოჩინოშინის წარუმატებელი ჰატაკიკომი

აკი ბაშოს მეოთხე საშეჯიბრო დღეს მესამედ წააგო ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის პირისპირ მე-5-ე მაეგაშირა ტაკარაფუჯი წარსდგა, რომელთან ურთიერთშეხვედრებშიც ქართველ მებრძოლს დიდი უპირატესობა აქვს და 2016 წლის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული.

ტოჩინოშინმა შერკინებისთვის არასწორი ტაქტიკა აირჩია და შეჯახებისთანავე ჰატაკიკომის ილეთის შესრულება სცადა, რითაც გამოცდილ ტაკარაფუჯის გამარჯვების შანსი მისცა და მორიგი მარცხი განიცადა.

ქართველ მებრძოლს 4 დღის შემდეგ 3 მარცხი და 1 გამარჯვება აქვს.

ხვალ, 17 სექტემბერს ლევანის მეტოქე მისი ძველი ნაცნობი, ასევე ექს-ოძეკი, ამჯერად კი წოდებით მე-6-ე მაეგაშირა ტაკაიასუ იქნება, რომელმაც 4 დღეში 3 ჯერ მოახერხა გამარჯვების მოპოვება.