ჰარუ ბაშოს მეშვიდე საშეჯიბრო დღეს მესამედ დამარცხდა ლევან გორგაძე.
ტოჩინოშინის პირისპირ პირველი მაეგაშირა ენდო იყო. არცთუ ძლიერი სასტარტო შეჯახების შემდეგ, მეტოქემ ჰატაკიკომის (თავზე ხელის ჩამოკვრა) ილეთით უპირატესობა მოიპოვა და ქართველი მებრძოლის ქამარიც აიღო.
ურთულეს სიტუაციაში, დოჰიოს კიდესთან მყოფმა ტოჩინოშინმა სიტუაცია ვეღარ გამოასწორა და ჰარუ ბაშოზე მესამედ დამარცხდა. ქართველი ოძეკის ბალანსია 4/3.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მაკუუჩი დივიზიონის ყველაზე მძიმე მებრძოლი იჩინოჯო იქნება რომელიც ჰარუ ბაშოზე დაუმარცხებელია – 7 დან 7 ორთაბრძოლა აქვს მოგებული.