ტოჩინოშინის მეორე ბრძოლა - ქართველ სომოისტს გამარჯვებამდე ცოტა დააკლდა (ვიდეო)

ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშოზე ჯერჯერობით მოგების გარეშეა ქართველი სუმოისტი ტოჩინოშინი.

ტურნირის მეორე დღეს ლევან გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ტეროცუიოში იყო. ქართველმა მებრძოლმა მსუბუქწონოსანი მეტოქის მავაშის აღება მოახერხა, თუმცა დოჰიოს სივრცე აღარ ეყო და იორიკირის ილეთით დამარცხდა.

ტოჩინოშინის ბალანსი აკი ბაშოზე 0:2 გახდა. ხვალ, 15 სექტემბერს მისი მეტოქე მეოთხე მაეგაშირა იუტაკაიამა იქნება, რომელსაც ჯერჯერობით ასევე არ აქვს გამარჯვება. ლევან გორგაძეს წოდებაში დასაწინაურებლად ტურნირზე დადებითი ბალანსის, მინიმუმ 8 გამარჯვების მოპოვება სჭირდება