ჰარუ ბაშოს მეცხრე დღეს უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას მიაღწია ქართველმა მებრძოლმა ლევან გორგაძემ. ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა შოდაი იყო, რომელთანაც ლევანს ბოლო პერიოდში ზედიზედ რამდენიმე მარცხი დაუგროვდა. იმის მიუხედავად, რომ შოდაის მიმდინარე ბაშოზე ყველა ორთაბრძოლა წაგებული აქვს და გარანტირებულად უარყოფით ბალანსზეა გასული, ქართველის წინააღმდეგ მოტივირებული იყო.
სასტარტო შეჯახების შემდეგ, ტოჩინოშინმა უპირატესობა მიიღო და მეტოქე დოჰიოს კიდესთან მიყვანა, მაგრამ შოდაიმ თავი შეიმაგრა, ოძეკის ქამარი ორივე ხელით აიღო და კონტრიერიშისთვის კარგი პოზიცია შეიქმნა. ტოჩინოშინს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა უზერხული მეტოქის დასამარცხებლად. ორთაბრძოლაში გადამწყვეტი ლევან გორგაძის მარცხენა ხელით შესრულებული უვატე ნაგე აღმოჩნდა, რომლის შემდეგაც შოდაი დოჰიოს მიღმა აღმოჩნდა.
ტოჩინოშინის ბალანსი 6/3 გახდა და სასურველი მიზნის მისაღწევად ქართველს სამი გამარჯვება სჭირდება. აღსანიშნავია, რომ ლევანი დარჩენილ შეხვედრებს მხოლოდ უმაღლესი იერარქიის მებრძოლებთან ჩაატარებს: 2 იოკოძუნასთან, 2 ოძეკისთან და 2 სეკივაკესთან.
ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე ოსაკელი ოძეკი გოეიდო იქნება.