ტოჩინოშინმა იაპონელ ჟურნალისტებს ქართული ღვინის საწარმოო პროცესი გააცნო
ტოჩინოშინმა იაპონელ ჟურნალისტებს ქართული ღვინის საწარმოო პროცესი გააცნო

ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა – ლევან გორგაძემ, საქართველოში იაპონიის სრულუფლებიან ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან, საქართველოს სუმოს ფედერაციის ხელმძღვანელ ლევან ცაგურიასთან და იაპონიის წამყვან მედიასაშუალებებთან ერთად ღვინის კომპანია დაათვალიერა.

ღვინის ტურის ფარგლებში, ტოჩინოშინის სახელობის კასრში სამი წლით დასავარგებლად უმაღლესი ხარისხის ღვინო „საფერავი“ განთავსდ​ა.

​ვიზიტის ფარგლებში დაიგეგმა ქართულ-იაპონური ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავებისაკენ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რაშიც ღვინოს განსაკუთრებული როლი ეკისრება.

ღვინის კომპანიის მიერ ჩამოისხმება ღვინის ახალი პრემიალური ხაზი “KOKKAI WINES“, რომელიც იაპონიაში სექტემბრიდან გამოჩნდება.

იაპონელი ჟურნალისტები განსაკუთრებულ აქცენტს ქვევრის ღვინოზე აკეთებენ, რამდენადაც „ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი” იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში, იაპონურ სამზარეულოსთან ერთად მოხვდა.