ჰარუ ბაშოს მესამე დღეს მეორედ დამარცხდა ლევან გორგაძე. ტრამვირებულ ქართველ მებრძოლს ამჯერად კომუსუბი ჰოკუტოფუჯიმ მოუგო. ტოჩინოშინს ისევ არ გამოუვიდა მძლავრი სასტარტო შეჯახება, უპირატესობა ვერ მოიპოვა და მეტოქის ზეწოლით დოჰიოდან გავიდა.
3 საშეჯიბრო დღის შემდეგ ჰარუ ბაშოზე ლევან გორგაძის ბალანსი 1 მოგება და 2 მარცხია. ხვალ ტოჩინოშინის მეტოქე მე-3 მაეგაშირა ნიშიგიკი იქნება, რომელსაც სუპერტურნირზე არცერთი გამარჯვება არ აქვს. შეგახსენებთ, რომ ტოჩინოშინი კადობანშია რაც იმას ნიშნავს, რომ ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მან მინიმუმ რვა ორთაბრძოლა უნდა მოიგოს.