24 მარტს იაპონელი ჩიომარუ იორიკირის დამარცხების შემდეგ, დღეს ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ კიდევ ერთი გამარჯვება მიითვალა. ამჯერად მან იჩინოჯოს აჯობა და ჰარუ ბაშოზე დადებითი ბალანსი შეინარჩუნა.
შერკინება საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და თითქმის ნახევარი წუთის განმავლობაში გაგრძელდა. ერთხელ ტოჩინოშინი მარცხთანაც ძალიან ახლოს იყო, თუმცა რთული ვითარებიდან გამოსვლა შეძლო და მორიგი გამარჯვება ჩაიწერა აქტივში.
ამ ბრძოლით ტოჩინოშინმა ჰარუ ბაშოზე გამოსვლა დაასრულა. მისი ბალანსია 10 გამარჯვება და 5 მარცხი, რაც ძალიან კარგი შედეგია.