აკი ბაშოს მესამე დღეს ოძეკი ტოჩინოშინმა პირველად წააგო. ახალგაზრდა კომოსუბიმ თავდაცვითი ილეთით მოახერხა ფავორიტის დამარცხება და სუპერტურნირზე პირველად მოიგო.
ლევან გორგაძეს ბალანსი 2:1 ზე აქვს. ტოჩინოშინს ოძეკის ტიტულის შესანარჩუნებლად მინიმუმ 8 გამარჯვება სჭირდება.
მომდევნო მეტოქე მონღოლი კომუსუბი ტამავაში იქნება. წინა ბაშოზე ლევანმა მასთან ორთაბრძოლაში მიიღო მძიმე ტრავმა მაშინ, როცა 5-0 ბალანსით ერთ-ერთი ლიდერი იყო. ურთიერთშეხვედრებში ტოჩინოშინი წინაა – 15:8