tkt.ge-ის განმარტება საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით #1TVSPORT
tkt.ge-ის განმარტება საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთებთან დაკავშირებით #1TVSPORT

28 მარტს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ნაკრები ესპანეთს უმასპინძლებს. ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე დღეს, 24 მარტს 13 საათზე დაიწყო.

ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით საიტი tkt.ge განმარტავს:

„ვინაიდან აღნიშნულ ღონისძიებაზე მოთხოვნა დიდია და ბილეთების გაყიდვა ხორციელდება ელექტრონული რიგის საშუალებით, 12 საათის მდგომარეობით რიგში უკვე იდგა 9000-მდე ადამიანი. იმისთვის, რომ გაყიდვები სამართლიანად წარიმართოს, მნიშვნელოვანია რიგის ნომრის მინიჭება მოხდეს დათქმულ დროს, ამიტომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება გაყიდვების დაწყების დრო გადავიტანეთ 13:00-ზე;

რიგი გააქტიურდა 12 საათიდან. გაყიდვა დაიწყო 13:00 დან.“