თხუთმეტწლამდელი წყალბურთელების გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ და სოლიდარობის ჟესტი
თხუთმეტწლამდელი წყალბურთელების გამარჯვება რუსეთის წინააღმდეგ და სოლიდარობის ჟესტი

სტამბოლში მიმდინარე საწყლოსნო სპორტის საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს თხუთმეტწლამდელ წყალბურთელთა ნაკრებმა რუსეთი ანგარიშით 13:9 დაამარცხა. აღნიშნულ ინფორმაციას, საქართველოს საწყლოსნო სპორტის სახეობათა ფედერაცია ავრცელებს.


მატჩის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ქართველმა წყალბურთელებმა გუნდური ფოტო გადაიღეს, რომელშიც 20 ივნისის მოვლენებს გამოეხმაურნენ და თვალზე ხელი აიფარეს.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები დღეს მალტას დაუპირისპირდება.