თხილის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში ორსანტიის, კოკისა და ხურჩის მოსახლეობას 26 შესაწამლი აპარატი გადაეცა
თხილის გადარჩენის პროგრამის ფარგლებში ორსანტიის, კოკისა და ხურჩის მოსახლეობას 26 შესაწამლი აპარატი გადაეცა

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ „თხილის გადარჩენის“ პროგრამის ფარგლებში, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულთან ალექსანდრე მოწერელიასთან ერთად ფერმერთა ჯგუფებს შესაწამლი აპარატები გადასცა. ამ ეტაპზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის, კოკისა და ხურჩის მოსახლეობას 26 შესაწამლი აპარატი გადაეცა. ფერმერები ადგილზე გაეცნენ აპარატის გამოყენების ინსტრუქციას და თხილის შეწამვლის ზუსტ განრიგს.

თხილის მოსავლის გადარჩენის კამპანია ახლა უკვე მთავარ საფეხურზე გადადის. თხილის მწარმოებელთა ასოციაცია კამპანიას – „გადავარჩინოთ თხილის მოსავალი“ სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის, ადგილობრივ თვითმმართველობების, კომპანია „ფერეროსა“ და „იუესეიდის“ მხარდაჭერით ახორციელებს.

სახელმწიფოსგან მიღებულ შესაწამლ აპარატებს ასოციაცია ფერმერებს უსასყიდლოდ გადასცემს და ბაღის მოვლისა და შეწამვლის ყველა ეტაპზე პროცესს კოორდინირებას გაუწევს.