დასრულდა კიდევ ერთი შეჯიბრი თხილამურებით სწრაფრბენაში, ამჯერად 4×5 კილომეტრზე ესტაფეტა, რომლის გამარჯვებული ნორვეგიული ოთხეული გახდა. ინგვილდ ოსტბერგმა, ასტრიდ იაკობსენმა, რანჰილდ ჰაგამ და მარიტ ბიორგნმა დისტანცია 51 წუთსა და 24.3 წამში დაფარეს და ოქროს მედლების მფლობელები გახდნენ. მათ ორი წამით ჩამორჩა შვედეთის ნაკრები, მესამე ადგილზე კი რუსეთის ოლიმპიური ათლეტები გავიდნენ.
ამრიგად, ნორვეგიამ საერთო მედლების რაოდენობით ერთპიროვნული ლიდერობა გაიმყარა.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე