სათხილამურო ორჭიდი: გერმანია და ნორვეგია მედლების მარაგს ზრდიან

დასრულდა ოთხეულთა შეჯიბრი სათხილამურო ორჭიდში, რომელიც გერმანელთა და ნორვეგიელთა დომინირებით წარიმართა და საბოლოოდ გერმანელთა გამარჯვებით დასრულდა. ვინცენც გაიგერმა, ფაბიან რისლემ, ერიკ ფრენცელმა და იოჰანეს რიდზეკმა დისტანცია ყველაზე სწრაფად გაიარეს და 52 წამით აჯობეს მეორე ადგილზე გასულ ნორვეგიელებს. ბრინჯაოს მედალი კი ავსტრიის გუნდმა დაისაკუთრა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე