პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადა ნორვეგიელთა კიდევ ერთი გამარჯვებით დასრულდა (ვიდეო)

ქალთა შორის თხილამურებით რბოლის კიდევ ერთი დისციპლინა, ამჯერად 30 კილომეტრ დისტანციაზე და მასობრივი სტარტით, ნორვეგიელმა მარიტ ბიორგენმა მოიგო. ეს ბიორგენის მეხუთე მედალი და მეორე ოქროა ამ ოლიმპიადაზე. ვერცხლის მედალი ფინელმა კრისტა პარმაკოსკიმ აიღო, ბრინჯაო კი წილად შვედ სტინა ნილსონს ხვდა.

ნორვეგიას, გერმანიის მსგავსად, ამ ოლიმპიადაზე 14 ოქროს მედალი დაუგროვდა და ამ ორმა ქვეყანამ ერთ ოლიმპიადაზე აღებული ოქროს მედლების რაიოდენობით 2010 წელს კანადის მიერ დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

რაც შეეხება მედლების საერთო რაოდენობას, აქ ნორვეგიამ ერთპიროვნულად მოიგო (39 მედალი)

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე