თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე სახელმწიფოსგან მიიღებს დახმარებას 200 ლარის სუბსიდირებით

14:13, 12.05.2020

თითოეული ფერმერი, რომელსაც აქვს დარეგისტრირებული მიწა, ერთ ჰექტარზე მიიღებს დახმარებას სახელმწიფოსგან 200 ლარის სუბსიდირებით, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სფეროს ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„დაახლოებით ეს ნიშნავს, რომ საშუალო დონის საფერმერო და მსხვილი საფერმერო მეურნეობები, რომლებსაც მაგალითად, აქვთ 10 ჰექტარი მიწა და ამუშავებენ, მიიღებენ დახმარებას სახელმწიფოსგან 2 000 ლარის ოდენობით.

ეს, რა თქმა  უნდა, პროპორციულად გადანაწილდება იმ ფერმერებზეც, რომელთაც აქვთ  შედარებით ნაკლები მოცულობის ფართობის მიწები“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი