„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე - უსირცხვილო და უზნეო პარტიას სირცხვილის კორიდორის მოწყობა არ შეუძლია
„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ტიტე აროშიძე - უსირცხვილო და უზნეო პარტიას სირცხვილის კორიდორის მოწყობა არ შეუძლია

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული სირცხვილის კორიდორი არის ანტიკონსტიტუციური და იქნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში, ტიტე აროშიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „უზნეო და უსირცხვილო პარტია“ სირცხვილის კორიდორს ვერ მოაწყობს. ამასთან, ტიტე აროშიძე მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„ეს არის უსახური გამოხატულება იმისა, როგორ უნდა ჩაშალონ არჩევნები. ეს არის უკანონო, ანტიკონსტიტუციური ქმედება და ამას ექნება პასუხი. უსირცხვილო და უზნეო პარტიას არ შეუძლია, მოაწყოს სირცხვილის კორიდორი. ამომრჩეველს მოვუწოდებ, მივიდეს არჩევნებზე და მიიღოს მონაწილეობა. ეს არის მათი სტილი, შეშინება, მუქარა, შანტაჟი და ესე აპირებენ არჩევნების მეორე ტურის ჩაშლის მცდელობას. მაგრამ, როგორც ბევრი სხვა მცდელობა, ესეც წარუმატებელი იქნება. ისინი იღებენ მონაწილეობას არჩევნებში და სირცხვილის კორიდორები, რომლებიც დაანონსეს, ანტიკონსტიტუციურია. ისინი ვერ მოაწყობენ ვერანაირ კორიდორებს“, – განაცხადა ტიტე აროშიძემ.