ტირანაში პრემიერ-მინისტრ ედი რამას მთავრობის გადადგომისა და ალბანეთში სისტემური რეფორმების გატარების მოთხოვნით აქცია გაიმართა

13:37, 05.07.2026

ტირანას ქუჩებში ათიათასობით მომიტინგე გამოვიდა პრემიერ-მინისტრ ედი რამას მთავრობის გადადგომისა და ალბანეთში სისტემური რეფორმების გატარების მოთხოვნით.

დემონსტრაციის დროს, რომელიც აქტივისტების განცხადებით „ფლამინგოს რევოლუციის“ ნაწილი იყო, დედაქალაქში მსვლელობისას ალბანეთის დროშები ფრიალებდა და აქციის მონაწილეები „რევოლუციას“ სკანდირებდნენ.

პროტესტი დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძესთან, ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული მდიდრული კურორტის მშენებლობის გამო, თუმცა შემდეგ მოთხოვნების სია გაფართოვდა და კორუფციისა და პოლიტიკური სისტემის წინააღმდეგ მოძრაობაში გადაიზარდა.

„როიტერის“ ცნობით, კურორტის პროექტმა, რომლის ღირებულებაც, სავარაუდოდ, დაახლოებით ხუთი მილიარდი ევროა, ბალკანეთის ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია, რადგან ის მდებარეობს დაცულ ჭაობიან ადგილთან ახლოს, სადაც ფლამინგოები, სელაპები და ზღვის კუები ბინადრობენ.

მსგავსი