ტინი კოქსი – კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება
კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, უკრაინაში დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, ტინი კოქსი სოციალურ ქსელში წერს.
ტინი კოქსის თქმით, რუსეთი საერთაშორისო სამართლის დარღვევას განაგრძობს.
„დღეს მიმდინარე სარაკეტო თავდასხმებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე (მათ შორის სამშობიარო განყოფილება ვილნიანსკში და პოლიკლინიკა კუპიანსკში) რუსეთი განაგრძობს საერთაშორისო სამართლის დარღვევას. კრემლის ლიდერებო, ფრთხილად იყავით, ამ დანაშაულებისთვის დაუსჯელობა არ იქნება“, – წერს ტინი კოქსი „ტვიტერში“.
By today’s ongoing missile attacks on civilian infrastructure (including the maternity ward in Vilnyansk and a polyclinic in Kupyansk) Russia continuous its violations of international law. Leaders in Kremlin, beware – there will be no impunity for these crimes. @PACE_News
— Tiny Kox (@PACE_President) November 23, 2022