თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე 16 თებერვალს გაიმართება
თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე 16 თებერვალს გაიმართება

თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტი“ მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივლზე სექციაში „პანორამა“ 16 თებერვალს გაიმართება.

ბერლინში გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე, ეროვნულ კინოცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც დაესწრნენ ფილმის რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი, პროდიუსერი ლაშა ხალვაში და მსახიობები გიორგი ბოჭორიშვილი, ია სუხიტაშვილი და ჯანო იზორია.

საქართველო ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეცამეტედ მონაწილეობს. პრესკონფერენციაზე ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ვაშაძემ “ბერლინალეს” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების, აქტივობებისა და ყველა იმ სექციის შესახებ ისაუბრა, სადაც ქართული ფილმები და პროექტები იქნება წარმოდგენილი.