თინა ბოკუჩავა - საარჩევნო ბარიერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, თუმცა მცირე პარტიებისთვის მნიშვნელოვანია და მოლაპარაკებებზე მხარს დავუჭერთ
თინა ბოკუჩავა - საარჩევნო ბარიერი „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არ არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი, თუმცა მცირე პარტიებისთვის მნიშვნელოვანია და მოლაპარაკებებზე მხარს დავუჭერთ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, საარჩევნო ბარიერი არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან პოლიტიკურ გაერთიანებას ამ თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს.

თუმცა, ბოკუჩავა ამბობს, რომ აღნიშნული თემა მცირე პარტიებისთვის მნიშვნელოვანია, რის გამოც საკითხს მოლაპარაკების მაგიდასთან აყენებდნენ და მხარს მომავალშიც დაუჭერენ.

ბოკუჩავას თქმით, ზოგადად, მნიშვნელოვანია, გატარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით.

„საარჩევნო ბარიერი არ არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს, როგორც პოლიტიკურ გაერთიანებას. თუმცა მცირე პარტიებისთვის ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ ვაყენებდით მოლაპარაკებების მაგიდასთან ამ საკითხს და მომავალშიც დავუჭერთ მხარს. ზოგადად, ის, რომ უნდა გატარდეს საკონსტიტუციო ცვლილებები, მათ შორის საარჩევნო სისტემის ცვლილების მიზნით, რა თქმა უნდა, არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს უნდა მოხდეს იმ ფართომასშტაბიანი რეფორმის ფარგლებში, რომელიც გატარდება მოლაპარაკების შედეგად“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

დატოვე კომენტარი