თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა ჰაერში პისტოლეტიდან გაისროლეს
თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ზუგდიდის 87-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა ჰაერში პისტოლეტიდან გაისროლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ ზუგდიდში, 87-ე საარჩევნო უბანთან უცნობმა პირებმა ჰაერში პისტოლეტიდან გაისროლეს. მისი თქმით, ამ დროს საარჩევნო უბნის ეზოში იმყოფებოდა კომისიის წევრი ენმ-დან, ზოია ქვარცხავა.

თინათინ ბოკუჩავას თქმით, მათ აქვთ იმ მანქანის ნომერი, საიდანაც მათ მიერ ნახსენები ადამიანები გადმოვიდნენ. მისივე ინფორმაციით, უკვე მოხდა მანქანის მეპატრონის იდენტიფიცირება.

თინათინ ბოკუჩავა საქმის უსწრაფესად გამოძიებას და დამნაშავის დასჯას ითხოვს.

87-ე საარჩევნო უბნის კომისიის წევრი ზოია ქვარცხავა ზუგდიდის პოლიციის სამმართველოში დაკითხვაზე იმყოფება.