თინათინ ბერძენიშვილმა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე პანელურ დისკუსიას უხელმძღვანელა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე მომავალი მედიალიდერების პანელს „საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი“ უხელმძღვანელა.
პანელში სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების ახალგაზრდა ლიდერებმა მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის საქართველოს პირველი არხის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა ელენე გაბაშვილმა, იტალიის საზოგადოებრივი მაუწყებლის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერმა ევა მარია ესპოსტომ, ლიეტუვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ციფრული მედიის ხელმძღვანელმა მინდაუგას ჯაკევიჩიუსმა, ესტონეთის ახალი ამბების ხელმძღვანელმა ლიზუ ლასმა, ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელმა ჰანე კაუტომ და შვედეთის რადიოს რედაქტორმა ქეროლაინ ლაგერგენმა.
პანელზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: რატომ ირჩევენ ახალგაზრდები საზოგადოებრივ მაუწყებელს სამუშაო ადგილად? რა მოლოდინი გვაქვს ახალგაზრდა თაობისგან? რა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის მომავალი?
ევროპის მაუწყებელთა კავშირის რიგით 88-ე გენერალურ ასამბლეას, რომელიც ხორვატიაში, ქალაქ დუბროვნიკში 30 ივნისიდან პირველ ივლისამდე მიმდინარეობს, 56 ქვეყნის 300-მდე მედიალიდერი ესწრება.



How do we attract more young people to the industry?
🟦Dare to be more inspiring in our content output
🟦Change the workforce culture
🟦Be ready to change every single day/be more flexible
🟦Put the audience firstSome pieces of advice shared by PSM future leaders at the #EBUGA pic.twitter.com/C2GszDNlb5
— EBU (@EBU_HQ) June 30, 2022