თინათინ ბერძენიშვილი - პირველი არხი არის იქ, სადაც საქართველოა, წარმოვადგენთ ქვეყნის პირველ ტელევიზიას, რაც საამაყოც არის და დიდი პასუხისმგებლობაც
თინათინ ბერძენიშვილი - პირველი არხი არის იქ, სადაც საქართველოა, წარმოვადგენთ ქვეყნის პირველ ტელევიზიას, რაც საამაყოც არის და დიდი პასუხისმგებლობაც

დღეს ჩვენი არხი 66 წლის გახდა. ყოველი წელი შეძენილი გამოცდილებაა, რაც წინსვლისა და განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. ჩვენ ვართ იქ, სადაც საქართველოა, – აცხადებს საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბეძენიშვილი.

თინათინ ბერძენიშვილის თქმით, წარმოადგენდე ქვეყნის პირველ ტელევიზიას, არის საამაყოც და დიდი პასუხისმგებლობაც.

„ხშირად ვამბობთ, რომ პირველი არხი არის იქ, სადაც საქართველოა, რაც, ვფიქრობ, ზუსტად გადმოსცემს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიურ მუშაობას; წარმოვადგენდეთ ქვეყნის პირველ ტელევიზიას, ერთდოულად არის საამაყოც და დიდი პასუხისმგებლობაც. გილოცავთ ტელევიზიის დაბადების დღეს და ახალ წელს“, – აცხადებს თინათინ ბერძენიშვილი.

საქართველოში პირველი ტელემაუწყებლობიდან 66 წელი შესრულდა. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ორ ტელეარხს – პირველი არხი, ტელესკოლა; ორ რადიოს – საქართველოს რადიო, საქართველოს რადიო მუსიკა; ონლაინ პლატფორმას 1tv.ge და არაერთ ციფრულ პროდუქტს აერთიანებს. პირველი არხი ბაზარზე ქართული გადაცემების და პროექტების ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და ყოველწლიურად მნიშვნელოვან კონტრიბუციას დებს ქართულ კრეატიულ სექტორსა და ეკონომიკაში.