თინათინ ბერძენიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ეუთო/ოდირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი პირველად საზოგადოებრივ მაუწყებელს ესტუმრა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იქნება მათი მონიტორინგის შედეგები, რადგან გვაქვს პრეტენზია, რომ მაღალ სტანდარტებს ვიცავთ

საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ეუთო/ოდირის მონიტორინგის შედეგები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან გვაქვს პრეტენზია, რომ მაღალ სტანდარტებს ვიცავთ, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, ჯილიენ სტირკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ბერძენიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ მედიაგარემოს, პოლიტიკური სუბიექტების გაშუქებასა და მონიტორინგის სისტემას.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მისიის ხელმძღვანელი პირველად საზოგადოებრივ მაუწყებელს ესტუმრა. მონიტორინგის შედეგები ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს პრეტენზია, რომ მაღალი სტანდარტების მატარებლია. ვისაუბრეთ ზოგადად მედიაგარემოზე საქართველოში, ასევე მონიტორინგის სიტემაზე. გავაცანით ჩვენი მონიტორინგის სისტემა, რომლის შედეგებსაც დღეს გამოვაქვეყნებთ. ასევე, ვისაუბრეთ თითოეული პოლიტიკური სუბიექტის გაშუქებაზე, მათ მონაწილეობაზე დებატებში, ყველა პროცესსა და დეტალზე. ასე რომ, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და ინფორმაციული შეხვედრა გვქონდა“, – განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.