თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოვა
თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაგეგმილ სპეციალურ სესიაზე სიტყვით გამოვა. სესია სახელწოდებით „გლობალური პრობლემები – ლოკალურ გადაწყვეტილებები“ პირველ ივლისს გაიმართება.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაზე იმსჯელებენ, რატომ არის ლოკალური ახალი ამბები დღეს მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს და რისი გაკეთება შეუძლიათ ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრებს ლოკალური ახალი ამბების გაძლიერებისთვის საყურადღებო სოციალური ცვლილებების დროს.

სესიას გაუძღვება ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელი ლიზ კორბინი. სპიკერებს შორის თინათინ ბერძენიშვილთან ერთად იქნებიან შვედეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადგილობრივი ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელი მაიკლ ოსტერლუნდი, ჩიკაგოში არსებული სამოქალაქო ჟურნალისტიკის ლაბორატორიის City Bureau-ს თანადამფუძნებელი დერილ ჰოლიდეი და დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ახალი ამბების პარტნიორობის ხელმძღვანელი სარა ბრაუნი.