თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე მოხსენებით წარდგა
თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე მოხსენებით წარდგა

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) გენდერული საკითხების ჯგუფის ხელმძღვანელი თინათინ ბერძენიშვილი ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურ ასამბლეაზე მოხსენებით წარდგა.

სესია მედიაში გენდერული თანასწორობის საკითხებს ეხებოდა. აღნიშნულ პანელში მონაწილეობა მიიღეს შვეიცარიის, შვედეთის, კანადისა და ისლანდიის საზოგადოებრივი მაუწყებლების ხელმძღვანელებმა.

27-28 ივნისს ნორვეგიის ქალაქ ოსლოში EBU-ს რიგით 82-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, სადაც ორგანიზაციის 50-ზე მეტი წევრი ქვეყანა მონაწილეობდა.

ასამბლეა ნორვეგიის პრინცმა ჰააკონმა და ევროპის მაუწყებელთა კავშირის პრეზიდენტმა, „ბიბისის“ გენერალურმა დირექტორმა ტონი ჰოლმა გახსნეს.

გენერალურ ასამბლეას საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი დაესწრნენ.

ასამბლეას ნორვეგიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უმასპინძლა.