თინათინ ბერძენიშვილი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
თინათინ ბერძენიშვილი ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტსა და ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორი გიორგი გვიმრაძე, ეუთო/ოდირის მისიის ხელმძღვანელი ალბერტ იონსონი და მედიის ანალიტიკოსი ჯიოვანა მაიოლა ესწრებოდნენ.

შეხვედრის თემა წინასაარჩევნო მედიაგარემო, არჩევნების გაშუქება და მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები იყო.

საქართველოს პირველი არხის მიზანია, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანია და საარჩევნო პროცესი გაშუქებული იყოს დაბალანსებულად და მიუკერძოებლად, ყველა საერთაშორისო სტანდარტისა და იმ ღირებულებების დაცვით, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს. ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაშუქების შიდა მონიტორინგს.