თინათინ ბერძენიშვილი - ბრიტანეთის ელჩთან ვისაუბრეთ მედიასტანდარტებზე და ვინ, თუ არა ბრიტანეთმა იცის, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგან მსოფლიოში „ბიბისის“ სტანდარტებისა და რეგულაციების დისტრიბუტორია
თინათინ ბერძენიშვილი - ბრიტანეთის ელჩთან ვისაუბრეთ მედიასტანდარტებზე და ვინ, თუ არა ბრიტანეთმა იცის, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგან მსოფლიოში „ბიბისის“ სტანდარტებისა და რეგულაციების დისტრიბუტორია

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ მედიასტანდარტებზე და ვინ, თუ არა ბრიტანეთმა იცის, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, რადგან ის არის მთელ მსოფლიოში „ბიბისის“ სტანდარტებისა და რეგულაციების დისტრიბუტორი, – ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩთან, მარკ კლეიტონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თინათინ ბერძენიშვილის თქმით, ელჩთან შეხვედრაზე ისაუბრეს ზოგადად იმ კურსზე, რომელიც ქვეყანას და მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს აღებული. ასევე, შეხვედრაზე საუბარი იყო წინასაარჩევნო გარემოზე, თუ როგორ უნდა უზრუნველყოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომ სატელევიზიო ეთერი ყველასთვის თანაბარი იყოს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი პირველი შეხვედრა შედგა სწორედ დიდი ბრიტანეთის ელჩთან. ვისაუბრეთ ზოგადად იმ კურსზე, რომელიც ქვეყანას აქვს აღებული და მათ შორის, საზოგადოებრივ მაუწყებელს. ცხადია, შევეხეთ მედიასტანდარტებს და ვინ, თუ არა ბრიტანეთმა იცის, რა არის საზოგადოებრივი მაუწყებელი, ვინაიდან ის არის მთელ მსოფლიოში „ბიბისის“ სტანდარტებისა და რეგულაციებისა დისტრიბუტორი.

ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ვისაუბრეთ წინასაარჩევნო გარემოზე, თუ როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველასთვის თანაბარი იყოს ეთერი. ვუამბეთ ჩვენი გეგმების შესახებ. აბსოლუტურად გასაგები იყო მისთვის თითოეული დეტალი, მათ შორის ის, რომ მედიაკუთხით საინტერესო იყოს გაშუქება და ამავდროულად, მოვექცეთ კანონის იმ ჩარჩოებში, რომლებიც ახლა გვაქვს, რაც საკმაოდ რთულია. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ამ შეხვედრაზე ძალიან მნიშვნელოვანი, პოზიტიური და აქტუალური საკითხები იყო დასმული“,- განაცხადა თინათინ ბერძენიშვილმა.