თინათინ ბაუმი - მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობას სიღარიბის დაძლევაში ეხმარება
თინათინ ბაუმი - მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობას სიღარიბის დაძლევაში ეხმარება

UNICEF-ის კვლევამ აჩვენა, რომ სიღარიბის მაჩვენებელი ბოლო ორი წლის განმავლობაში გაუარესებულია, თუმცა მოსახლეობის აღქმა სიღარიბის მიმართ გაუმჯობესებულია, ვინაიდან მოხდა შემოსავლების რეალური ზრდა, – ამის შესახებ გაერო-ს სოციალური პოლიტიკის პროგრამების სპეციალისტმა თინათინ ბაუმმა განაცხადა.

მისი თქმით, მიზნობრივი სოციალური დახმარება და სხვა სოციალური პროგრამები ძალიან დიდ გავლენას ახდენს, პოზიტიურად უწყობს ხელს მოსახლეობას და ეხმარება მას სიღარიბის დაძლევაში.

„რაც შეეხება ჯანდაცვაზე კვლევას, კვლევამ აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვაზე ხარჯები გაზრდილია, ამის მიუხედავად, უფრო ცოტა ოჯახი ასახელებს ფინანსურ ბარიერებს როგორც პრობლემას. როგორც ჩანს, საყოველთაო პროგრამამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ამასთან დაკავშირებით, თუმცა, ამავე დროს, კვლევამ აჩვენა, რომ გვაქვს სტრუქტურული პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ეკონომიკური ზრდისა და განათლების თვალსაზრისით. ამ ყველაფერს სჭირდება თანამიმდევრული და დიდი რეფორმები“, – განაცხადა თინათინ ბაუმმა.

მისივე თქმით, კვლევა ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

„2015 წელთან შედარებით, 2017 წელი აჩვენებს, რომ მოსახლეობაში გაზრდილია სიღარიბის მაჩვენებელი. ოფიციალური სტატისტიკაც აჩვენებს მსგავს ტენდენციას“, – განაცხადა გაერო-ს სოციალური პოლიტიკის პროგრამების სპეციალისტმა თინათინ ბაუნმა.

„მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა“ ოჯახების პანელური გამოკითხვაა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ყველა რეგიონს მოიცავს. კვლევა გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ჩაატარა, რომლის მიხედვით, საქართველოში ბავშვების 22% საარსებო მინიმუმის, 7% კი უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.