თინა ხიდაშელი - ცუდ სიზმარში ვცხოვრობთ, ისევ მიშა გვყავს დასამარცხებელი, ამჯერად ოპოზიციაში, რათა დამარცხდეს ბიძინა
თინა ხიდაშელი - ცუდ სიზმარში ვცხოვრობთ, ისევ მიშა გვყავს დასამარცხებელი, ამჯერად ოპოზიციაში, რათა დამარცხდეს ბიძინა

ცუდ სიზმარში ვცხოვრობთ, ისევ მიშა გვყავს დასამარცხებელი, ამჯერად ოპოზიციაში, რათა დამარცხდეს ბიძინა, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, მიშა ვერ ამარცხებს „ოცნებას“ და ვერც წარსული ერევა მომავალს.

„თუკი დღემდე ვერ მიხვდით/მიხვდნენ/მივხვდით, ალბათ ასეც დარჩება, მაგრამ მაინც რამდენჯერ უნდა გავიმეოროთ ეს სავარჯიშო, რომ ამოცანა ამოიხსნას: ჯამი ჭურჭელია.
1. მიშა ვერ ამარცხებს „ოცნებას“;
2. ვერც წარსული ერევა მომავალს;
3. ბიძინას გამარჯვება-დამარცხების გასაღები მიშას უჭირავს ხელში.
თუკი მოიკლავს წარსულ დღეებსა და დიდებაზე დარდს, ბედს შეეგუება და გვერდზე გაიწევს, „ოცნების“ პოლიტიკური დასასრული გარდაუვალია; თუკი ჩაებღაუჭება იმას, რაც დღეს აქვს, მუდამ მდევარის როლში დარჩება, მეორე იქნება, ცვლილება კი არ იქნება. ამოცანის გასაღები „ნაცმოძრაობაშია“ და არა „ოცნებაში“. ესენი სულ ასე იქნებიან, წაგებისთვის განწირული მეორე, რაც ბიძინას თავისთავად ტოვებს გამარჯვებულად. მისი მთავარი მოკავშირეა ამ ბრძოლაში. როგორც კი ოდნავ გაიწია და მათგან დაუკავშირებელი ადამიანი დადგა წინა პლანზე, მეორე ტური გვაქვს მთაწმინდაზე. ცუდ სიზმარში ვცხოვრობთ, ისევ მიშა გვყავს დასამარცხებელი, ამჯერად ოპოზიციაში, რათა დამარცხდეს ბიძინა“, – წერს თინა ხიდაშელი.