თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ არ უნახავს ინტერვიუ, სადაც გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მიმართ სიყვარულზე საუბრობს
თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ არ უნახავს ინტერვიუ, სადაც გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მიმართ სიყვარულზე საუბრობს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ არ უნახავს გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთის მიმართ სიყვარულზე საუბრობს. ამის შესახებ თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის პასუხად განუცხადა.

ჟურნალისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ჰკითხეს ინტერვიუზე, სადაც გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ რუსეთი ძალიან უყვარს.

„ეს კონკრეტული ინტერვიუ მე არ მინახავს. სამაგიეროდ, მე მინახავს, მათ შორის „იმედი“ როგორ ატრიალებდა სიუჟეტებს, სადაც დავით ზალკალიანი იმოწმებდა ფეიკ-ნიუსებს, რათა 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოსთვის დაებრალებინა. ასე რომ, მოუწოდებდი ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, რომ ზოგადად ფეიკ-ნიუსის გავრცელებაში არ მიიღონ მონაწილეობა. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საკითხი, როცა ამ თემებზე მიდის საუბარი.

ზოგადად, ასეთ თემებზე საუბარი მიდის წინასაარჩევნოდ. ზოგადად, საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა, ვინ დაიწყო ომი – ანუ პუტინის ნარატივს ვიზიარებთ, თუ საქართველოს ნარატივს და იმას რასაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ამბობს. ვფიქრობ, ეს არის პუტინის დავალების შესრულება და საერთოდ ამაზე მიდის საუბარი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.