თინა ბოკუჩავამ კოპენჰაგენში მიმდინარე სესიაზე რეზოლუციაში შესწორება წარადგინა, რომელსაც ავტორი დაეთანხმა და დამტკიცდა
თინა ბოკუჩავამ კოპენჰაგენში მიმდინარე სესიაზე რეზოლუციაში შესწორება წარადგინა, რომელსაც ავტორი დაეთანხმა და დამტკიცდა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ კოპენჰაგენში მიმდინარე სესიაზე რეზოლუციაში წარადგინა შესწორება, რომელიც დაამტკიცეს.

როგორც ბოკუჩავამ განაცხადა, დოკუმენტში უნდა შევიდეს შესწორება.

„„სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერება შავი ზღვის რეგიონში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდგომ“, ამ დოკუმენტში რომ ჩაიწეროს ეს ფორმულირება: „ვგმობთ რუსეთის გაცხადებულ განზრახვას, ააშენოს საზღვაო ბაზა ოჩამჩირეში, საქართველოს ტერიტორიაზე, რომელიც უკანონოდ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რაც შავი ზღვის რეგიონის დესტაბილიზაციის დამატებით საფრთხეს ქმნის“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.

რეზოლუცია ამერიკის, ბრიტანეთისა და უკრაინის დელეგაციების თანასპონსორობით დაინიცირდა.