თინა ბოკუჩავა - ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვიბრძოლებ ბოლომდე
ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ვიბრძოლებ ბოლომდე, საქართველო გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა სოციალურ ქსელში წერს
„ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალე, კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო, რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს ვთქვი: რა თქმა უნდა, ვრჩები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და, რა თქმა უნდა, ვიბრძოლებ ბოლომდე. საქართველო გაიმარჯვებს“, – წერს ბოკუჩავა.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 17 ივნისს სოციალურ ქსელში დაწერა: „ჩემი კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ არის ნანუკა ჟორჟოლიანი“.
მოგვიანებით, განცხადება გააკეთა თინა ბოკუჩავამ და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოსტი მისთვის სამწუხაროა. „სააკაშვილის პოსტი ჩემთვის უკიდურესად სამწუხაროა, ასეთმა იმპულსურმა, არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.