თინა ბოკუჩავა - ვფიქრობთ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა სასამართლო რეფორმა იქნება
თინა ბოკუჩავა - ვფიქრობთ, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა სასამართლო რეფორმა იქნება

სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის, სხვადასხვა პარტიას შორის კონსულტაციები გრძელდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით განაცხადა.

ოპოზიციის შეხვედრა „სამოქალაქო მოძრაობის“ ოფისში იმართება.

„ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, გარდა იმისა, რომ შევცვალოთ ხელისუფლება, ასევე მოქალაქეებს ვესაუბროთ იმაზე, თუ რა მოხდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ჩვენი აზრით, ერთ-ერთი მთავარი დაკვეთა, რაც საზოგადოებას ექნება, ეს არის სასამართლო რეფორმის განხორციელება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ, ქვეყანაში მოგვცემს დამოუკიდებელ სასამართლოს, რომელსაც ვერავინ, ვეღარასდროს გამოიყენებს პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად“, – განაცხადა დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ.