თინა ბოკუჩავა - ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და პარტიების ვალია, უპასუხონ საზოგადოებრივ დაკვეთას
თინა ბოკუჩავა - ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია და პარტიების ვალია, უპასუხონ საზოგადოებრივ დაკვეთას

ვეთანხმები მიხეილ სააკაშვილს, მნიშვნელოვანია კონსოლიდაცია, ერთიანობა, რაც საზოგადოების დაკვეთაა და, ბუნებრივია, პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ვალია, უპასუხონ საზოგადოებრივ დაკვეთას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი მზად არის, გვერდით გადადოს ვიწროპარტიული ინტერესი და ამოვიდეს ქვეყნის ინტერესიდან, რაც ოპოზიციურ ველზე მაქსიმალურ ერთნიანობას წარმოადგენს.

„აბსოლუტურად ვეთანხმები სააკაშვილს, მნიშვნელოვანია მაქსიმალური კონსოლიდაცია, ერთიანობა, რაც არის საზოგადოების დაკვეთა და, ბუნებრივია, პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ვალია, უპასუხონ საზოგადოებრივ დაკვეთას. ჩვენ, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტია და ჩვენი დამფუძნებელი თავმჯდომარე, მიუხედავად იმისა, რომ უსამართლო და უკანონო პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფება, მზად არის გვერდზე გადადოს ყოველგვარი ვიწროპარტიული ინტერესი და ამოვიდეს ქვეყნის ინტერესიდან, რაც ეროვნული გამარჯვებისთვის ოპოზიციურ ველზე მაქსიმალურ ერთნიანობას წარმოადგენს. ვფიქრობ, მაგალითი უნდა იყოს სხვა პარტიებისთვის, რომ ასევე გვერდზე გადადონ პიროვნული თუ პარტიული, ვიწროპარტიული ინტერესები და იფიქრონ მთავარ დაკვეთაზე, რაც არსებობს საზოგადოებაში – ეს არის ცვლილებები ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა პოლიტიკოსმა.

თინა ბოკუჩავას თქმით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ქვეყნის გამარჯვება, ევროპული მომავლის გადარჩენაა მთავარი.