თინა ბოკუჩავა - თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია, რადგან იგივე შინაარსის კითხვა მამაკაც დეპუტატს რომ დაესვა, ყურადღებას მის გარეგნობაზე არ გაამახვილებდა
თინა ბოკუჩავა - თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია, რადგან იგივე შინაარსის კითხვა მამაკაც დეპუტატს რომ დაესვა, ყურადღებას მის გარეგნობაზე არ გაამახვილებდა

ყველაფერთან ერთად დღეს ისიც გავიგეთ, რომ თეა წულუკიანი გენდერულად არასენსიტიურია, რადგან იგივე შინაარსის კითხვა მამაკაც დეპუტატს რომ დაესვა, ყურადღებას აღნიშნული დეპუტატის გარეგნობაზე არ გაამახვილებდა, თუმცა ეს მისი ყველაზე დიდი პრობლემა არ არის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განუცხადა, რომელიც იუსტიციის მინისტრის შეფასებას გამოეხმაურა.

ბოკუჩავას თქმით, თეა წულუკიანის ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ყველაზე ბინძური საქმეების თანამონაწილეა.

„თავს უფლებას ამიტომ აძლევს, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველი დააშანტაჟოს, რომლისაც პრემიერ-მინისტრსა და სხვა მინისტრებს ეშინიათ”, – განაცხადა ბოკუჩავამ.

პ​არლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე თინა ბოკუჩავამ თეა წულუკიანს კითხვით მიმართა, ჰააგის სასამართლოში რატომ არ ჰყავს საქართველოს საკუთარი წარმომადგენელი.