თინა ბოკუჩავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას ითხოვს
თინა ბოკუჩავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას ითხოვს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს მოუწოდებს, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლება მისცეს, რათა 20 ივნისის საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირები მოინახულოს.

ამ საკითხზე პრესკონფერენციის ჩატარება თინა ბოკუჩავას დაკავებულების დედებთან ერთად პარლამენტში სურდა, თუმცა მისი თქმით, მათ შენობაში შესვლის უფლება დაცვის თანამშრომლებმა არ მისცეს.

ბოკუჩავა ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე კვირაა ოპოზიციონერ დეპუტატებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებას არ აძლევს, რაც გათვალისწინებულია რეგლამენტით. ბოკუჩავა ითხოვს, რომ არჩილ თალაკვაძე დაკავებული პირების – ზურაბ ბუდაღაშვილისა და ბესიკ თამლიანის დედებთან ერთად შეხვდეს და განმარტოს მიზეზები, რატომ არ აძლევს ამ უფლებას. ბოკუჩავა აცხადებს, რომ ბუდაღაშვილზე ზემოქმედებენ.