თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილის მთავარი ევროპული სიტყვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც სააკაშვილის შეწყალებას უკავშირდება
თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილის მთავარი ევროპული სიტყვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც სააკაშვილის შეწყალებას უკავშირდება

ჩვენი ქვეყნის ეროვნული და ევროპული ინტერესებისთვის სალომე ზურაბიშვილის მთავარი ევროპული სიტყვა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც სააკაშვილის შეწყალებას უკავშირდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ამისკენ სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებს, მათ შორის, ევროპარლამენტი.

„ამისკენ ზურაბიშვილს მოუწოდებს, მათ შორის, ევროპარლამენტი ბოლო ანგარიშში, რომელსაც 300-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. გვახსოვს პრეზიდენტ ზურაბიშვილის დამოკიდებულება, მათ შორის, საჯარო განცხადებები სხვა პოლიტპატიმრებთან მიმართებით, რომელთან დაკავშირებითაც, საბოლოო ჯამში, მან მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება. რატომ? პიროვნული დამოკიდებულება შეეცვალა? არა, ჩათვალა, რომ ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ევროპულ ინტერესში იყო. მინდა, ვირწმუნო, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მივა დასკვნამდე, რომ სააკაშვილის თავისუფლება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და ევროპულ ინტერესშია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ განაცხადა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით შევიდა შესწორება, რომელიც მოუწოდებს სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.