თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილი არც სხვა პოლიტპატიმრების შეწყალებას აპირებდა, რომლებიც შეიწყალა, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტი არ იქნება
თინა ბოკუჩავა - სალომე ზურაბიშვილი არც სხვა პოლიტპატიმრების შეწყალებას აპირებდა, რომლებიც შეიწყალა, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტი არ იქნება

სალომე ზურაბიშვილი არც სხვა პოლიტპატიმრების შეწყალებას აპირებდა, რომლებიც შეიწყალა, თუმცა ეს მისი გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილი არც სხვა პოლიტპატიმრების შეწყალებას აპირებდა, რომლებიც შეიწყალა, თუმცა სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტი ნამდვილად არ იქნება, ეს იქნება და არის დღეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. ისინი უნდა მივიდნენ არჩევნებზე და მათთან ერთად უნდა გაიმარჯვოს ჩვენმა ქვეყანამ, რითიც დასრულდება პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში, რითიც დასრულდება სიძულვილი, შურისძიება, დაპირისპირება და ქვეყანა წავა წინ“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას.

„ბევრი კითხულობს დღეს, პრეზიდენტი აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას, პასუხი არის ერთი, მარტივი და საბოლოო – არა და არასოდეს“, –  განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.