თინა ბოკუჩავა - საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისიის შექმნას მხარი დავუჭირეთ, ეს შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯია
თინა ბოკუჩავა - საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისიის შექმნას მხარი დავუჭირეთ, ეს შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯია

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვების კომისიის შექმნას მხარი დავუჭირეთ, ეს არის შეთანხმების შესრულებისკენ გადადგმული ნაბიჯი და ველოდებით, რომ ხელისუფლება ასევე შესაბამის ნაბიჯებს გადადგამს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ამასთან, მისი განმარტებით, შეთანხმებას ორი კომპონენტი აქვს.

„ერთი ეხება საარჩევნო სისტემას და საკონსტიტუციო კომისიას მხარი დავუჭირეთ, მაგრამ მეორე კომპონენტი პოლიტიკური პატიმრებისა და დევნის კომპონენტია, რომლის გარეშეც შეთანხმება ჩაიშლება. ჩვენი მხრიდან შეთანხმების არც ერთ კომპონენტს არ ექნება მხარდაჭერა, მათ შორის, არც საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუ არ შესრულდება შეთანხმების ორივე კომპონენტი“, – განაცხადა დეპუტატმა.

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საყოველთაო-სახალხო კომისია შექმნა. დადგენილების პროექტს  114-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.