თინა ბოკუჩავა - პუტინის პაიკების მხრიდან არ არის გასაკვირი მიხეილ სააკაშვილის ვერმონელება, რომელიც საქართველოში აღმშენებლობის სიმბოლოა
თინა ბოკუჩავა - პუტინის პაიკების მხრიდან არ არის გასაკვირი მიხეილ სააკაშვილის ვერმონელება, რომელიც საქართველოში აღმშენებლობის სიმბოლოა

პუტინის პაიკების მხრიდან არ არის გასაკვირი მიხეილ სააკაშვილის ვერმონელება, რომელიც საქართველოში აღმშენებლობის სიმბოლოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც სიძულვილის რიტორიკით აპირებს შესვლას, რაც მარცხის საფუძველი გახდება, რადგან ხალხი სიძულვილით დაიღალა.

,,საქართველოში პუტინის პაიკების მხრიდან არ არის გასაკვირი მიხეილ სააკაშვილის ვერმონელება, რომელიც მსოფლიოში აღიარებული რეფორმატორი და საქართველოში აღმშენებლობის სიმბოლოა. ეს ადამიანები ვერ ინელებენ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რვა წლის განმავლობაში მილიარდერი ივანიშვილის რეჟიმი ქართველ ხალხს სთავაზობს, იკვებოს ზიზღით და სიძულვილით. ამ არჩევნებშიც ამ რიტორიკით აპირებენ შესვლას, რაც მათი გარდაუვალი მარცხის საფუძველი გახდება, რადგან ხალხი ამ სიძულვილით დაიღალა“, –  განაცხადა თინა ბოკუჩავამ.