თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტი სააკაშვილი ასრულებს სიტყვას, დანარჩენს თავად გეტყვით ვიდეოში, რომელიც ძალიან მალე გავრცელდება
თინა ბოკუჩავა - პრეზიდენტი სააკაშვილი ასრულებს სიტყვას, დანარჩენს თავად გეტყვით ვიდეოში, რომელიც ძალიან მალე გავრცელდება

ვთვლი, რომ დღეს სააკაშვილს ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ცოტა ხანში მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას გაავრცელებს.

„ძალიან მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი. ალბათ გახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის სიტყვები, რომ როდესაც რუსი ოლიგარქი, ივანიშვილის პროკურატურა მას დაიბარებს, იქნება ძალიან შორს, მაგრამ იქნება ძალიან ახლოს, როდესაც მას მოიხმობს ქართველი ხალხი. მე ვთვლი, რომ დღეს მას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ითხოვს ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის და პრეზიდენტი სააკაშვილი უბრალოდ ასრულებს საკუთარ სიტყვას, დანარჩენს ის თავად გეტყვით ვიდეოში, რომელიც ძალიან მალე გავრცელდება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

დატოვე კომენტარი