თინა ბოკუჩავა - ნათელი იყო, რომ მოსამართლე პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას აპირებდა
თინა ბოკუჩავა - ნათელი იყო, რომ მოსამართლე პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას აპირებდა

ნათელი იყო, რომ მოსამართლე პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას აპირებდა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პროკურატურამ გირაოს ნაცვლად პატიმრობა მოითხოვა, რითაც გაბათილდა „ქართული ოცნების“ ცრუ კამპანია ამ საქმესთან დაკავშირებით.

„ნათელი იყო, რომ მოსამართლე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ვერ შეძლებდა. ნათელი იყო, რომ ის პირდაპირ აპირებდა პოლიტიკური დაკვეთის შესრულებას. მოსაფიქრებლად არც გასულა, ადგილზევე ძალაში დატოვა პატიმრობის მოთხოვნა. მთელი აბსურდი იცით რა არის? ამ ხნის განმავლობაში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები უცხოელებთან და საზოგადოების წინაშე ამტკიცებდნენ, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდა თუ სურდა, ამის ფაქტობრივი შესაძლებლობა არსებობდა. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ნაცვლად გირაოს მოთხოვნისა, პატიმრობა მოითხოვეს და ამით გააბათილეს ის სიცრუის კამპანია, რასაც „ქართული ოცნება“ ახორციელებდა ბოლო ორი თვის განმავლობაში“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.